Monday, September 29, 2014

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს გადავხედეთ საქაღალდეებს. აღმოჩენილი ხარვეზები შევასწორეთ, გავაკეთეთ პრეზენტაცია და საბოლოო სახით ავტვირთეთ ჯერ დრაივზე, შემდეგ საკუთარ ბლოგზე.

Friday, September 26, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს ისევ ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაზე. მასში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო შეფასებები,საბაზისო უნარ-ჩვევები, ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და სხვა რესურსები. ასევე საკუთარ ბლოგზე დავამატეთ ახალი ჩარჩო "სასარგებლო ბმულები". იმედია ყველაფერს კარგად გამოვიყენებ საკუთარ პროფესიულ პრაქტიკაში.

Tuesday, September 23, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ შეფასების (კოლაბორაციული, თვითშეფასებისა და სხვა) რუბრიკების შექმნაზე. ასევე საკუთარ ბლოგს დავარქვით ჩვენი სახელი და ვისწავლეთ მასში გვერდებისა და სურათის დამატება. ვიცი რომ ამ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ასევე  
ქ-ნ მაია ბაზღაძეს.




Friday, September 19, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს ვისწავლეთ ელექტრონული გაზეთის შექმნა. ასევე დრაივზე ატვირთული პროექტის პრეზენტაციის საკუთარ ბლოგზე ატვირთვა "ემბედე" კოდის გამოყენებით.

Wednesday, September 17, 2014

ტრენინგის V დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია. გვქონდა ასევე საუბარი საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, ვისწავლეთ  google-დან ლინკის გადმოწერა და drave-ში ინფორმაციის შენახვა.მაია დიდი მადლობა

Wednesday, September 10, 2014

დღე მეოთხე

დღეს პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ მიმართულების მიმცემი საკვანძოკითხვები, რის შემდეგაც დავიწყეთ მუშაობა დროში გაწერილ გეგმის მოკლე სქემის შედგენაზე.და ბოლოს,  ავაწყეთ პროექტის  პრეზენტაცია .ვფიქრობ რომ ყველაფერს ძალიან კარგად გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.